ბაზრის ანალიტიკაზე სიღრმისეული წვდომისთვის შეიძინეთ Recov Pro
open menu open menu
წაშლა
შენახვა
ტიპი
ყველა უძრავი ქონება მეტავერსი
საცხოვრებელი
10.2026
ბათუმში 2026 წლის სექტემბერში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი გასული წლის სექტემბერთან შედარებით 5.2%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1,408 აშშ დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ პირველად ბაზარზე მაჩვენებელმა 10.7%-ით იკლო, ხოლო მეორეულ ბაზარზე, პირიქით, 9.9%-იანი ზრდა დაფიქსირდა. პირველად ბაზარზე ფასის კლება აიხსნება 2025 წლის სექტემბერში ერთ-ერთი ძვირადღირებული პროექტის ტრანზაქციების ერთიანი რეგისტრაციით. ამ პროექტის გარეშე პირველად ბაზარზე საშუალო შეწონილმა ფასმა 4.6%-ით მოიმატა.
საცხოვრებელი
10.2026
ბათუმში 2026 წლის სექტემბერში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 2025 წლის სექტემბერთან შედარებით 11.6%-ით შემცირდა, ძველი ბინების ტრანზაქციებმა კი 8.8%-ით მოიმატა. ახალ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობის კლება მხოლოდ პირველად ბაზარზე დაფიქსირდა (-38%), რაც აიხსნება, გასულ წელს რამდენიმე პროექტში ერთიანად დარეგისტრირებული ტრანზაქციებით. მეორეულ ბაზარზე კი მაჩვენებელმა 27.3%-ით მოიმატა.
საცხოვრებელი
10.2026
2026 წლის სექტემბერში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2025 წლის სექტემბერთან შედარებით ქალაქის ცენტრში 16.8%-ით, ფართო ცენტრში 17.3%-ით, ხოლო გარეუბანში 10.9%-ით გაიზარდა. ქალაქის მასშტაბით ძველ პროექტებში ფასმა 14%-ით მოიმატა.
საცხოვრებელი
10.2026
2026 წლის სექტემბერში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ გასული წლის სექტემბერთან შედარებით 10.4%-ით იკლო და 1,614 ერთული შეადგინა, ბაზრის ზომა კი 0.9%-ით 107 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა. უცხოელი მყიდველების წილმა ძველი და ახალი პროექტების ტრანზაქციებში 48% შეადგინა.
საცხოვრებელი
10.2026
2026 წლის სექტემბერში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2025 წლის სექტემბერთან შედარებით 9.9%-ით გაიზარდა გარეუბნებში, 15%-ით - ფართო ცენტრში, ხოლო, ქალაქის ცენტრში 12.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ ფართო ცენტრში რამდენიმე ძვირიანი პროექტის რეგისტრაცია დაიწყო, რამაც იმოქმედა ფასების ზრდაზე. ქალაქის მასშტაბით პირველადი ტრანზაქციების საშუალო შეწონილი ფასის ზრდამ 11.9% შეადგინა. მეორეულ ბაზარზე კი საშუალო შეწონილი ფასი ქალაქის მასშტაბით 10%-ით გაიზარდა.
საცხოვრებელი
10.2026
2026 წლის სექტემბერში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 4,245 ერთეული შეადგინა და გასული წლის სექტემბერთან შედარებით 6.4%-ით გაიზარდა. ბაზრის ზომამ კი 24.1%-ით, 376 მილიონ აშშ დოლარამდე მოიმატა.
საცხოვრებელი
10.2026
2026 წლის სექტემბერში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის სექტემბერთან შედარებით 9.8%-ით გაიზარდა. ზრდა დაფიქსირდა ახალაშენებული ბინების როგორც პირველად (6.3%), ისე მეორეულ ბაზრებზე (14.6%). ტრანზაქციების რაოდენობა 4.7%-ით შემცირდა ძველ პროექტებში. თბილისში, როგორც ძველ ისე ახალ პროექტებში ტრანზაქციების უმეტესობა საქართველოს მოქალაქეებზე მოდის, უცხოეთის მოქალაქეების წილი გასული წლის სექტემბერთან შედარებით მცირედით გაიზარდა და 12% შეადგინა.
საცხოვრებელი
09.2026
2026 წლის აგვისტოში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,388 ერთეული შეადგინა და გასული წლის აგვისტოსთან შედარებით 18.9%-ით გაიზარდა. ბაზრის ზომამ კი 35.2%-ით, 297 მილიონ აშშ დოლარამდე მოიმატა
საცხოვრებელი
09.2026
2026 წლის აგვისტოს თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2025 წლის აგვისტოსთან შედარებით 10.4%-ით გაიზარდა გარეუბნებში, 16%-ით - ფართო ცენტრში, ხოლო, ქალაქის ცენტრში 16.7%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ქალაქის მასშტაბით პირველადი ტრანზაქციების საშუალო შეწონილი ფასის ზრდამ 11.9% შეადგინა. მეორეულ ბაზარზე კი საშუალო შეწონილი ფასი ქალაქის მასშტაბით 11%-ით გაიზარდა.
საცხოვრებელი
09.2026
2026 წლის აგვისტოში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის აგვისტოსთან შედარებით 23.7%-ით გაიზარდა. ზრდა დაფიქსირდა ახალაშენებული ბინების როგორც პირველად (22.9%), ისე მეორეულ ბაზრებზე (24.5%). ახალ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობის ზრდა ასახავს გაზრდილ მიწოდებას, ზრდის ძირითადი ნაწილი მოდის სამგორსა და დიდ დიღომზე. ტრანზაქციების რაოდენობა 3.8%-ით გაიზარდა ძველ პროექტებშიც. თბილისში, როგორც ძველ ისე ახალ პროექტებში ტრანზაქციების უმეტესობა საქართველოს მოქალაქეებზე მოდის, უცხოეთის მოქალაქეების წილი გასული წლის აგვისტოსთან შედარებით გაიზარდა და 14% შეადგინა.
საცხოვრებელი
09.2026
2026 წლის აგვისტოში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2025 წლის აგვისტოსთან შედარებით ქალაქის ცენტრში 3.4%-ით, ფართო ცენტრში 19.1%-ით, ხოლო გარეუბანში 12.6%-ით გაიზარდა. ქალაქის მასშტაბით ძველ პროექტებში ფასმა 10.5%-ით მოიმატა.
საცხოვრებელი
09.2026
2026 წლის აგვისტოში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ გასული წლის აგვისტოსთან შედარებით 4.3%-ით იკლო და 1,235 ერთული შეადგინა, ბაზრის ზომა კი 2.9%-ით 81 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა. უცხოელი მყიდველების წილმა ძველი და ახალი პროექტების ტრანზაქციებში გადაუსწრო ქართველი მყიდველების წილს და 52% შეადგინა.